რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელი აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გიორგი ქუჯოშვილი უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
"გიდასტურებთ, რომ ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა გიორგი ქუჯოშვილი" - ამბობენ სუს-ში.