logo
ENG



საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთში მავთულხლართების გავლება დილიდან დაიწყეს

13 სექ 202020:55
3 წუთის საკითხავი
clock 377

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. 

საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ადგილობრივების სახლებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით გუშინ 20-მდე ხის კონსტრუქცია დაამონტაჟეს, დღეს კი მავთულხლართების გავლება დილიდან დაიწყეს. 

მცოცავი ოკუპაცია იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ფარგლებში ჩანიშნულ შეხვედრაზე, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება. ასევე მთავარი თემა იქნება ადამიანების გატაცება. 


close დახურვა