logo
ENG



ქაცარავა: ხურვალეთთან, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის კერა ამჟამადაც აქტიურია

29 მარ 202423:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/29/ehe4mjbzak3m1ie.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, საღამოს ხურვალეთთან, ოკუპირებულ ნაწილში ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, ხანძრის კერები ამჟამადაც აქტიურია.

ამის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს საღამოს, ხურვალეთის მიმდებარედ, რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ნაწილში საკმაოდ დიდი ხანძარი გაჩნდა. რა თქმა უნდა, ოკუპანტები ჩვენს სამაშველო სამსახურს ახლოსაც არ მიუშვებენ, თვითონ კი ჩაქრობის შნო არ გააჩნიათ.

სამწუხაროდ, ხანძრის კერები ამჟამადაც აქტიურია. იმედი დავიტოვოთ, რომ ხანძარი თვითლიკვიდირდება და ჩვენს დროებით ოკუპირებულ ბუნებას დიდი ზიანი არ მიადგება", - წერს ქაცარავა.


close დახურვა