საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს. ქარელის სოფლებში აცხადებენ, რომ ივანიშვილის მთავრობა მათი პრობლემებით საერთოდ არ ინტერესდება. ხალხი თავს დაუცველად და მიტოვებულად გრძნობს. ამ თემებზე დავით ქაცარავას პარტიის წევრებთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ღიად ისაუბრეს. პარტია ჩვენ რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები
29 აგვ 202420:34
3 წუთის საკითხავი