ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, იური სობოლევსკის განცხადებით, რუსული არმიის სარდლობის უმრავლესობამ ხერსონი დატოვა.
მან დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში რუსებისთვის გამოსადეგი ყველა ლოგისტიკური ჯაჭვი გაანადგურეს.
"მართლაც, დღეს ორკებს არ აქვთ არც ერთი ლოგისტიკური მარშრუტი, რომელიც უსაფრთხოა და რომელიც დააკმაყოფილებდა მათ სამხედრო საჭიროებებს ხერსონის მიმდებარე სამხედრო ჯგუფის უზრუნველსაყოფად.
როგორც ჩანს, ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც სამხედრო სარდლობამ ხერსონი დატოვა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხერსონი დატოვა სარდლობის უმეტესმა ნაწილმა". - თქვა სობოლოვსკიმ.
უკრაინელები ანადგურებენ რუსების სამხედრო ბაზებს და იარაღის საწყობებს, ასევე, დამყპრობლებისთვის აუცილებელ ლოჯისტიკას.
მათ ხერსონში გაანადგურეს ყველა ხიდი. 14 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ანტონოვსკის ხიდზე დროებით ოკუპირებულ ხერსონში. მანამდე უკრაინამ გაანადგურა ნოვა კახოვკას ხიდი, რომელიც ხერსონში უკანასკნელი სატრანსპორტო არტერია იყო. შესაბამისად, რუსებს არ შეუძლიათ იარაღის და აღჭურვილობის საკმარისი რაოდენობით გადატანა მდინარე დნეპრის გავლით.
მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ხერსონის რაიონში ხიდების აფეთქების შემდეგ ოკუპანტები იქიდან მელიტოპოლში გარბიან.