logo
ENG



საპარლამენტო არჩევნები სერბეთში - საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 250 ადამიანი უნდა შეირჩეს

21 ივნ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს სერბეთში. ქვეყნის მოსახლეობამ  21 პოლიტიკური პარტიის წევრებს შორის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 250 ადამიანი უნდა შეარჩიოს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, იმ პორობებში, როცა ყველა მედიასაშუალებას ხელისუფლება აკონტროლებს, ობიექტური არჩევნები ვერ ჩატარდება. საარჩევნო უბნები სადეზინფექციო საშუალებებით და სამედიცინო ნიღბებითაა მომარაგებული. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ევროპაში ეს პირველი არჩევნებია. პროცესი ქვეყანაში 26 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა ვირუსის გამო მისი გადადება გახდა აუცილებელი.


close დახურვა