logo
ENG



საპარტნიორო ფონდმა თელასის აქციების 24,5 პროცენტიანი წილი გაყიდა

09 სექ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 
eiugo69gunvpkuj.jpg

საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული თელასის 24,5 პროცენტიანი წილი გაიყიდა. ის შპს "ბესტ ენერჯი გრუპმა" შეიძინა. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. 

"ბესტ ენერჯი გრუპმა" თელასის წილში 10 527 467 დოლარი გადაიხადა. 

"აღსანიშნავია, რომ აუქციონში გამარჯვებული აქციებს შეიძენს იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას", - ნათქვამია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.

თელასის აქციების საკონტროლო პაკეტს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V. ფლობს.


close დახურვა