საპატრიარქოსთან მისულ ანტიოპოზიციურ აქციას, რომელიც მომღერალ გია გაჩეჩილაძის ორგანიზებით შეიკრიბა, მღვდლებმა ნაკურთხი წყალი სახურავიდან მისახურეს - ვიდეომასალას საპატრიარქოს პრესსამსახხური ავრცელებს.
მანამდე საპატრიარქომ აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, როდესაც პრესსამსახურის ოფიციალურ გვერდზე შეკრების ამსახველი ფოტოები, წარწერით - "მადლობა", გაზიარდა.
ოპოზიციის საწინააღმდეგო გამოსვლებისა და ევროპის მოედანზე უცნობის პრეფორმანსის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა საპატრიარქოსთან ილია მეორისთვის მადლობის მოხდის მიზნით გადაინაცვლეს, მოგვიანებით კი ქართველო ხალხის მარადისობის დღის დაფუძნებას გეგმავენ.