"არაა გამორიცხული წმინდა სინოდი კვლავ შეიკრიბოს", - ეს განცხადება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდის შეკრება ლიმიტირებული არაა.
მისივე თქმით, შეიძლება რაღაცები დაზუსტდეს და სინოდის ბოლო გადაწყვეტილებაში დეტალები ჩასწორდეს.
"სიტუაციის შესაბამისად, შესაძლებელია სინოდის გადაწყვეტილებებში რაიმე რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსდტეს და ეს გახდეს სავალდებულო შესასრულებელი. დღეისთვის, რა რეკომენდაციაც გვაქვს არის ის, რომ 2 მეტრის დისტანცია დავიცვათ. თუ უფრო მკაცრი რეკომენდაცია იქნება, ისევ ღმვდელმთავრები უნდა შეიკრიბონ",-აღნიშნა ჯაღმაიძემ.