logo
ENG



საპატრიარქოს უარი პრეზიდენტს

15 ივნ 202220:17
3 წუთის საკითხავი
 

ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის კრიტიკიდან მეორე დღეს სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოახერხა. პრეზიდენტის დღევანდელი ფეისბუქ-პოსტიდან ისე გამოდის, რომ შეხვედრას გარკვეულმა ჯგუფმა შეუშალა ხელი. ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ღარიბაშვილის მოკავშირე ანდრია ჯაღმაიძეს, რომელიც საპატრიარქოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს.  საინტერესოა, რომ საპატრიარქოს უარი ანდრია ჯაღმაიძემ ხელისუფლების პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის საშუალებით გაახმაურა. დეკანოზის ტექსტი საკმაოდ ხისტი იყო. ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ინტერესებში არ შედიოდა. უარის ფორმაც ზურაბიშვილმა დამატებით შეურაცხყოფად აღიქვა. 


close დახურვა