საპატრიარქოს მხრიდან შეღავათებით სარგებლობას აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი აზრით, ეს მიდგომა უთანასწოროა.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მაკო ღავთაძე აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ბევრი გაურკვეველი შეღავათით სარგებლობს, რაც არ არის საჯარო ინფორმაცია.
„საპატრიარქო სარგებლობს ბევრი შეღავათით - ის იმპორტის გადასახადს არ იხდის. ეს შეღავათები უნდა ვრცელდებოდეს რელიგიურ საქმიანობაზე, მაგრამ უცნობია, რეალურად რაში იყენებს საპატრიარქო ამ შეღავათებს, ეს არ არის საჯარო ინფორმაცია", - აცხადებს მაკო ღავთაძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის მიწის ერთ ლარად გადაცემის საკითხი „შაბათის ფორმულამ“ გამოიძია - როგორც გაირკვა, თავდაპირველად ტაძრის ასაშენებლად განკუთვნილ მიწაზე საცხოვრებელი კორპუსები შენდება.