საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია. ვაკანსია 10 აგვისტოს JOBS.GE-ზე გამოქვეყნდა, ხოლო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 19 აგვისტოა.
ვაკანსიის განაცხადიდან ირკვევა, რომ დირექტორის ანაზღაურება 10 000 ლარიდან, 15 000 ლარამდე იქნება.
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ, თანამდებობა 2019 წლის 16 იანვარს დატოვა. სურგულაძის შემდეგ, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებდა.
რაც შეეხება მოთხოვნებს: პირს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი, ასევე 5-წლიანი სამუშაო გამოცდილა.