logo
ENG



საპენსიო სესხის მაქსიმალური ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს

11 თებ 202215:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/11/ij1ga558xufbjb2.jpg

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით, საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს. ამ კრედიტების საბაზრო განაკვეთი 36%-ია. 

კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. ბანკი მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა.

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას.

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.


close დახურვა