logo
ENG



საპროტესტო აქციებზე დაშავებულები

10 მარ 202320:04
3 წუთის საკითხავი
 

გავრილოვის ღამის მსგავსად არც ახლანდელ დარბევებს ჩაუვლია მხედველობის დაკარგვის გარეშე. უმძიმესი დაზიანება მომიტინგე ზაზა ბირიაშვილს მიაყენეს. სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდა. გაზი, წყლის ჭავლი, ხელკეტები. აქციის მონაწილეები ჰყვებიან რეზინის ტყვიების შესახებ. დაკვირვება აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტებზე დუმს და მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ აქციის მონაწილეების დაჭერა გააგრძელებს.  

 


close დახურვა