logo
ENG



სარაკეტო დარტყმების გამო კრივოი როგის ნაწილს ელექტროენერგია არ აქვს

19 ოქტ 202208:51
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად კრივოი როგში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განადგურდა. შედეგად ქალაქის ზოგიერთი უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ოთხშაბათს ღამე უკრაინაში ბევრ უკრაინულ რეგიონში საჰაერო განგაში ჩაირთო - დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში, ასევე, ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივოი როგის მიმართულებით რაკეტები და ე.წ კამიკაძე დრონები გაუშვეს. 


close დახურვა