logo
ENG



სარფში 1 237 გრამი ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

24 იან 202410:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/24/6qugjt38kvp7siw.jpeg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 128 159 ლარის ღირებულების 1 237 გრამი ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, ოქროს ნაკეთობები საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადმოიტანა. 

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

close დახურვა