logo
ENG



სარჯველაძე პოდოლიაკზე: არასერიოზულ ბრალდებებზე ნუღარ უკვირს, როდესაც იღებს მკაცრ პასუხს

11 აგვ 202213:28
3 წუთის საკითხავი
 
სარჯველაძე პოდოლიაკზე: არასერიოზულ ბრალდებებზე ნუღარ უკვირს, როდესაც იღებს მკაცრ პასუხს

იგონებენ მითებს, ებრძვიან შემდეგ ამ მითებს და რასაკვირველია, ეს არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი. ამიტომ, ნუ უკვირს როდესაც ბრალდებას აყენებს, უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ, რაც ყველაზე მთავარია, არასერიოზულ ბრალდებებს აყენებს, ამასთან დაკავშირებით მერე ნუღარ უკვირს და ნურავის აკრიტიკებს, როდესაც მიიღებს მკაცრ პასუხს, არ შეიძლება სხვანაირად, მითუმეტეს, ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი, გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე იმსახურებდა თითოეული ასეთი განცხადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. როდესაც ბრალდება არის ცრუ, აბსოლუტურად არაფერზე დაყრდნობილი, ასეთ პირობებში რასაკვირველია არავის არ აქვს მიზეზი ისაუბროს რაიმე სანქციებზე. სანქციების სურვილი, ამ შემთხვევაში, ალაპარაკებს ბატონ პოდოლიაკს 


close დახურვა