logo
ENG



სასამართლომ მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთი ღონისძიება ძალაში დატოვა

10 ოქტ 201917:02
3 წუთის საკითხავი
 
jjaf8m98m3jbiu0.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის შუამდგომლობა და მის მიმართ ყველა სახის აღკვეთი ღონისძიება ძალაში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მელიას "ნაციონალური მოძრაობის" 6 დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

მოსამართლის თქმით, არანაირი ახალი გარემოება გამოჩენილა, რომლის გამოც მელიას აღკვეთი ღონისძიება გაუქმებულიყო. ნიკა მელია დღეს სხდომაზე მოსამართლის მოწოდებას არ დაემორჩილა და ის დარბაზიდან გააძევეს. 

ნიკა მელია არ აპირებს დაემორჩილოს პროკურატურას და ხვალიდან აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება - ამის შესახებ მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.


close დახურვა