logo
ENG



სასამართლომ ოცნების ოფისთან დაკავებული ერთ-ერთი აქტივისტი გაათავისუფლა

22 ნოე 201917:11
3 წუთის საკითხავი
 
w591xfp24j453mn.png

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების" ოფისთან გუშინ დაკავებული 4 პირის პროცესი უნდა გაიმართოს. "ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, სასამართლოში ერთი პროცესი უკვე დასრულდა და მოსამართლემ აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტიტე გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

„არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმდენად მყარი არგუმენტები გვქონდა და იმდენად უსაფუძვლო იყო მათი ბრალდება, რომ სასამართლო იძულებული გახდა გავემართლებინე. გუშინ ყველამ ნახა, რომ პოლიციამ უკანონოდ იმოქმედა და დააკავეს ჩვენი ორგანიზაციის 4 წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ის 4 პირიც იქნება დღეს გათავისუფლებული. მათი მხრიდან არანაირ კანონდარღვევას არ ჰქონდა ადგილი,“ - განაცხადა გედენიძემ „ფორმულასთან“ საუბარში.

მოსამართლის გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ ობიექტური უწოდა.

"ასეთი გადაწყვეტილების მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს მოსამართლე იყო საკმაოდ ობიექტური. გედენიძის წინააღმდეგ არანაირი საფუძვლიანი ბრალდება არ არსებობს. ტიტეს შეუძლია უკანონო დაპატიმრებისთვის პოლიციას პასუხი მოსთხოვოს. იმედი მაქვს, რომ პატიმრობაში დარჩენილი კიდევ 3 ახალგაზრდა იქნება გათავისუფლებული," - აღნიშნა ბარამიძემ. 

 

 

 

 

 


close დახურვა