logo
ENG



სასამართლომ პატრულსა და ბაიკერს შორის მომხდარ ავარიის საქმეზე პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა

21 ივლ 202413:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/21/jyprht3de8i891a.png

სასამართლომ პატრულის ეკიპაჟსა და ბაიკერს შორის მომხდარი ავარიის საქმეზე 1 პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა.

ცნობილია, რომ შემდეგი სასამართლო სხდომა 12 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით ემუქრება.

შემთხვევა 19 ივლისს, გამთენიისას მოხდა. საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.


close დახურვა