ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს ორი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ თანხის გადახდა საკუთარი საქვეელმოქმედო ფონდის სახსრების, 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში გამოყენების გამო მოუწევს.
მოსამართლემ ეს ქმედება კანონდარღვევად სცნო, თუმცა იმის გამო, რომ თანხა საბოლოოდ საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა, პროკურორის მიერ მოთხოვნილი 2 მილიონ 800 ათასის ნაცვლლად, დონალდ ტრამპს 2 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს თანხა რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გადანაწილდება.