ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის წიგნის გამოცემის შეჩერებაზე უარი თქვა.
კოლუმბიელმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნა - შეეჩერებინა მემუარების გამოცემა, სანამ შეამოწმებდნენ, შეიცავს თუ არა ნამუშევარი საიდუმლო ინფორმაციას. თუმცა, მოსამართლე როის ლამბერტის თქმით, შესაძლოა, ბოლტონს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებისთვის მოუწიოს პასუხისგება.
წიგნი ბოლტონის ტრამპის მრჩევლად მუშაობის 17-თვიან პერიოდს ეხება და მისი სკანდალური ნაწყვეტები უკვე გასაჯაროვდა. გასაყიდად მემუარები 23 ივნისს გამოვა.