logo
ENG



სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე სამოქალაქო პირები დაზარალებულად არ ცნო

28 ოქტ 201913:52
3 წუთის საკითხავი
 
0fqi3qv6zfjs35m.jpg

20 ივნისის ღამის საქმეზე სასამართლომ არც ერთი პირი დაზარალებულად არ ცნო. როგორც „ფორმულას“ საია-ს იურისტმა რეზო აჭარაძემ განუცხადა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.

დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა 16 პირს ეხებოდა, მათ შორის 8 ჟურნალისტსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც, 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შედეგად, თვალი დაკარგეს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე ცნო.

 


close დახურვა