logo
ENG



სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს - გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტ 201911:24
3 წუთის საკითხავი
 
gj61jftsivq6ojm.png

უვადო მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს.

ამის შესახებ მან პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატის სოფიო კილაძის კითხვაზე პასუხად განაცხადა. კილაძემ იკითხა, ადასტურებს თუ არა მქიაუტაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფი, რომლებიც მთელ სასამართლო სისტემაზე გარკვეულწილად კონტროლს ახორციელებენ, რაზემ მიქაუტაძემ პასუხისას განაცხადა, რომ სასამართლოში არა გავლენიანი ჯგუფები, არამედ გუნდი მუშაობს, რომელიც სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

„პირდაპირ გეტყვით, რომ სასამართლოში არანაირი გავლენიანი ჯგუფი არ არსებობს, რომელიც გარკვეული სახის გადაწყვეტილებებს იღებს. სასამართლოში არსებობს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მის მიუკერძოებლობაზე და სასამართლო სისტემის განვითარებაზე. ახალი არ არის რომ ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემას ბევრი რეფორმის გავლა მოუწია. ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც თქვენგან მოდის, საბოლოო ჯამში ჩვენი განსახორციელებელია და გეტყვით, რომ ეს არ არის მარტივი. ამ პროცესში ხშირად გვიწევს სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა და ამან შესაძლოა გააჩინოს განცდა, თითქოს სასამართლო სისტემა ჩაკეტილია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ამას ყველას ვუდასტურებთ საქმით. ვართ მაქსიმალურად გახსნილები და ყველა პროცესი რაც მიდის, არის მაქსიმალურად გამჭვირვალე. სასამართლო ხშირად საჭიროებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რაზეც წინასწარ ვიცით, რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებს შესაძლოა ჰქონდეთ კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, პასუხსიმგებლობა უნდა აიღოს პირმა, ვისაც ეს აქვს დაკისრებული და მიიღოს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 


close დახურვა