logo
ENG



სასამართლოში სხდომის შემდეგ ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატზე იძალადა - პროკურატურა

14 დეკ 202316:47
3 წუთის საკითხავი
 
სასამართლოში სხდომის შემდეგ ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატზე იძალადა - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ორმა პირმა ბრალდებულის ადვოკატზე იძალადა. მათ შორის, ერთ-ერთი პირი არასრულწლოვანია და ის ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პროკურატურის ცნობით, შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა. უწყებაში ამბობენ, რომ ორივე პირს ბრალდება წარუდგინეს და კანონით დადგენილ ვადაში მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

"ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ხოლო არასრულწლოვანს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით) წარედგინათ.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით", - აცხადებენ პროკურატურაში.


close დახურვა