თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, გიორგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მორიგი განხილვა იგეგმება. პროცესს ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდება. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროცესს „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. ამ დროისთვის მონიტორინგი ეხება 20 საქმეს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება.