logo
ENG



სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ალტ-ინფოს წევრი, რომელმაც ჟურნალისტზე იძალადა

21 მარ 202315:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/21/mr7whjyp0hfjbps.jpg

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ალტ-ინფოს წევრი მამუკა ანდღულაძე, რომელმაც TV პირველის ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე იძალადა.

15 მარტს TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ჟურნალისტს, ნატო გოგელიას თავს დაესხა ძალადობრივი აქციის მონაწილე, რომელმაც პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა.

"ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა.

ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა TV პირველის ჟურნალისტს ნატო გოგელიას", - თქვეს მაშინ ტელევიზიაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ანდღულაძე 17 მარტს დააკავა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობის და მობილური ტელეფონის დაზიანების გამო.


close დახურვა