logo
ENG



სასამართლო შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანის მიმართ განაჩენს გამოაცხადებს

09 მარ 202111:06
3 წუთის საკითხავი
 

მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს, 9 მარტს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანის მიმართ განაჩენს გამოაცხადებს. 

სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული. 

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის ეპიზოდში განსასჯელის სკამებზე სხედან: ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, არასრულწლოვნები ზ.ხ და ა.ქ. 

ისინი ტოიოტა ქამრის მგზავრები არიან, პროკურატურა მათ ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ძალადობა ედავება, ასევე, მათ პროკურატურა ედავება გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასაც. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 


close დახურვა