logo
ENG



სასურსათო მარაგები იმაზე 5-ჯერ მეტია, ვიდრე გვჭირდებოდა - დისტრიბუტორთა ასოციაცია

20 მარ 202009:43
3 წუთის საკითხავი
 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში საკვების დეფიციტი არ მოხდება. 

როგორც ჭყონიამ აღნიშნა, საკვები პროფუქტების მარაგი 5-ჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რაც რეალურად მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე საჭიროა. 

გარდა ამისა, მან აგრეთვე ფასების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში, საკვებ პროდუქტებზე ფასები არ მოიმატებს.  

"სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს, როგორც ინფორმაცია მაქვს, ლარსის საზღვარი გაიხსნება. უკვე ის ტვირთება, რომელიც გაჩერებული იყო ლარსზე, დაიწყებენ გადმოსვლას და მაღაზიების მომარაგებაც დაიწყება. მარაგები არის იმაზე 5-ჯერ მეტი ვიდრე პირობითად გვჭირდებოდა. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, იმის საფრთხე, რომ განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტი, როგორიც არის ბრინჯი, წიწიბურა, ზეთი, რძის პროუქტები, მარაგის გარესე ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ დარჩება", - აცხადებს ივა ჭყონია.  


close დახურვა