logo
ENG



სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

11 მარ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა - გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე მიიღო. 

გარდა ამისა, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო - 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 


close დახურვა