საწვავის ფასის რეკორდულ ზრდაზე რეაგირების ნაცვლად ხელისუფლება აქციის მონაწილეებს აკავებს. წინასწარი მოთავსების იზოლატორში ამ დრომდე ოცი პირი რჩება, ვინც გუშინ მასშტაბური პროტესტისას გზა გადაკეტა, სამართალდამცველები კი მათ ხულიგნობასა და წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ტაბლოზე სულ ახალი ანტირეკორდებია, ბენზინის საშუალო ფასი უპრეცედენტოდ მაღალია და 4-ლარიან ნიშნულს გადასცდა.
სასჯელი პროტესტის გამო
28 მარ 202220:26
3 წუთის საკითხავი