logo
ENG



სატვირთოს მძღოლი, რომლითაც მიგრანტები საბერძნეთში გადაჰყავდათ, ქართველია

04 ნოე 201920:23
3 წუთის საკითხავი
 
tv3hyeqtlze3j00.png

მძღოლი, რომელსაც საბერძნეთის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილით 41 მიგრანტი გადაჰყავდა, ქართველია. ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ სანტის ახლოს მოხდა. დაკავებულის ვინაობა უცნობია. ის პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. მიგრანტები, რომელთა დიდი ნაწილი ავღანეთიდანაა, სატვირთო მაცივარში იპოვეს. მაცივარი ჩართული არ იყო, თუმცა მიგრანტების ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა მაინც დასჭირდა.

უცნობია, რომელ ქვეყანაში აპირებდნენ მათ გადაყვანას. გამოძიების ცნობით, ყველა მათგანის ვინაობის დადგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

 


close დახურვა