logo
ENG



საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული 9 პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა მძიმეა

26 მაი 202010:30
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ-19-ით  33 პაციენტი მკურნალობს. მათგან 11 არასრულწლოვანია, 3 ის მდგომარეობა კი საყურადღებოა. დღეისთვის რამდენიმე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპისთვის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 38 პაციენტი. ამ 38 პაციენტიდან 33 გახლავთ კოვიდ ინფიცირებული. ერთმა პაციენტმა დატოვა კლინიკა, 11 გახლავთ 18 წლამდე ასაკის პაციენტი. სამი გვყავს საყურადღებო“,-განაცხადა მანანა ხოსიტაშვილმა.

რაც შეეხება საუნივერსირტეტო კლინიკას, საავადმყოფოში მკურნალობას ინფიცირებული 9  პაციენტი აგრძელებს. აქედან ერთის  მდგომარეობა მძიმეა.  კლინიკაში დღეს 4 ადამიანის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელიან და შესაძლოა ამ პაციენტებმა კლინიკა დატოვონ.

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად არის 15 პაციენტი, მათ შორის 9 არის კოვიდ ინფიცირებული. ამ 9-იდან ერთია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა მძიმეა. ველოდებით 4 მეორად პასუხს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კიდევ რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიაკს. გვყავს 5 ჩვილი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოოფილებელია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“,-აცხადებს ლალი ტურძელაძე.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში  კი კოვიდ 19-ზე 78 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. მათგან 17 პაციენტი იყო. ორს ვირუსის კვლავ დაუდასტურდა.  

„17 პაციენტიდან იყო 4 კოვდდადასტურებული პაციენტი რუხის საავადმყოფოდან. 2 პაციენტს ისევ დაუდგინდა ვორუსის არსებობა ორგანიზმში, 2-ის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა მათი ტესტირება ხელახლა ისევ ჩატარდება. აღნიშნული 4 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, 3 კი თეთრი წყაროს კლასტერია. რაც შეეხება დანარჩენებს, 11 იყო საკარანატინო სივრციდან, 9 ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერია, 38 სამედიცინო პერსონალი იყო, 12 თვითიზოლაციიდან, მათ შორის ტრაილერის მძღოლის კლასტერია, ყველა პასუხი იყო უარყოფითი“,-განაცხადა მალხაზ ბასილაიამ.

 


close დახურვა