logo
ENG



საფრანგეთის ელჩი გვარამიაზე: ესაა გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად გამოიწვევს შეკითხვებს

17 მაი 202212:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/17/jwt66ov6vjd5fu7.jpg

პირადად კომენტარს არ გავაკეთებ სასამართლოს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად გამოიწვევს შეკითხვებს. ფუნდამენტური საკითხი და ფუნდამენტური პრინციპია სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკა კანონზე მაღლა დგას, მაგრამ, ეს ნიშნავს, რომ როდესაც არის სამართლებრივი დევნა და საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს, რომ თავიდან იქნას აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. არის თუ არა ეს სწორედ ის შემთხვევა, ეს არის კითხვა, რომელსაც საზოგადოება დასვამს. ისინი იკითხავენ, არის თუ არა სიტყვის თავისუფლების დაცვა საქართველოში თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა. კიდევ ერთი შეკითხვა იქნება, რატომ არიან ასე მრავლად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ციხეში საქართველოში. მე არ მაქვს პასუხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს კითხვები იქნება.


close დახურვა