საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ინფორმაციას Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
"საფრანგეთმა 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი ხალხის გენოციდად აღიარა. ისტორიული გადაწყვეტილება საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო. კრემლის წარსული და ახლანდელი ტოტალიტარული რეჟიმი ვერასოდეს მოუღებს ბოლოს სიმართლეს და სამართლიანობას", - წერს ზელენკი.
La France vient de reconnaître #Holodomor de 1932-33 comme génocide du peuple . Reconnaissance aux députés de @AssembleeNat pour cette décision historique. Le régime totalitaire du Kremlin, passé ou présent, n’a pas pu détruire et ne détruira jamais la vérité et la justice! pic.twitter.com/0JKPplzOG5
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს აშშ-მა, გერმანიამ, ირლანდიამ, რუმინეთმა, მოლდოვამ, ბულგარეთმა და ასევე ევროპარლამენტმა.
ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილი უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკაში 1932-33 წლებში - გამოწვეული იყო მარცვლეულის შესყიდვის პოლიტიკით და გლეხებისგან საკვების ყველა მარაგის ჩამორთმევით. შიმშილის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 მილიონი ადამიანი, ზუსტი რიცხვი უცნობია. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ ეს იყო შიმშილი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი გენოციდად 2006 წელს აღიარა. რუსეთის ხელისუფლება მსგავს შეფასებას ეწინააღმდეგება.