საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ამბობს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი მალე უნდა მიიღოს.
გერმანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კოლონამ, უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
"სწრაფად უნდა მივიღოთ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის თანდათანობით დასრულებას", - თქვა კოლონამ.
უნგრეთის პოზიციის მიუხედავად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და მიესალმა "აღსანიშნავ" ერთიანობას, რომელიც EU-მ აჩვენა.
"ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ, რადგან სწორედ ეს ერთობაა ჩვენი ძალა", - აღნიშნა მინისტრმა.