logo
ENG



საფრანგეთს სურს, თავდაცვის კომპანიებმა აღჭურვილობის წარმოება უკრაინაში დაიწყონ

08 მარ 202416:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/08/noaq5b848wqpqog.jpg

საფრანგეთი გეგმავს, რომ იარაღის რამდენიმე მწარმოებელმა სამხედრო აღჭურვილობა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოოს. თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს თქმით, ამის მიზანი რუსეთთან ომში უკრაინის დახმარებაა.

"სამი ფრანგული კომპანია დაამყარებს უკრაინულ კომპანიებთან პარტნიორობას, კერძოდ, დრონებისა და სახმელეთო აღჭურვილობის სექტორში, რათა მომავალში უკრაინის მიწაზე სათადარიგო ნაწილები და, შესაძლოა, საბრძოლო მასალა აწარმოონ", - თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, პირველი საწარმო ერთეულების გააქტიურება ზაფხულში განიხილება.


close დახურვა