![moa08e995h77om5.jpg](/uploads_script3/news/moa08e995h77om5.jpg)
საფრანგეთში რკინიგზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზი მეწყერი გახდა. მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ და სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. თუმცა მძიმე მდგომარეობაში იყო მემანქანე, რომელიც ავარიის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ავარიის გამო მატარებლებს მიმართულება შეუცვალეს.