logo
ENG



საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ჯერ არ იგეგმება

04 თებ 202112:32
3 წუთის საკითხავი
 
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ჯერ არ იგეგმება

ვიცეპრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა არ იგეგმება. 

როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკოორდინაციო საბჭო 1 კვირის განმავლობაში ეპიდვითარებას დააკვირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს ამის შემდგომ მიიღებს. 

"ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება და მისი აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე. მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერ არ აღდგენა. შევაფასებთ 1 კვირაში ეპიდვითარებას და შევაფასებთ ამ შეზღუდვების შემსუბუქებას. უკვე 1 კვირის განმავლობაში გვექნება საშუალება ვითარებას დავაკვირდეთ და თუ ეს ვითარება გაუმჯობესდება, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმევა უფრო სწრაფად", - ამბობს მინისტრი. 


close დახურვა