logo
ENG



საქართველოდან ლატვიასა და ლიეტუვაში ჩასული მოქალაქეები სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლიან

20 სექ 202023:01
3 წუთის საკითხავი
clock 1506
საქართველოდან ლატვიასა და ლიეტუვაში ჩასული მოქალაქეები სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლიან

საქართველოდან ლატვიასა და ლიეტუვაში ჩასული მოქალაქეები სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩოები ავრცელებენ.

მათი ცნობით, ლატვიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები 10-დღიან, ხოლო ლიეტუვაში - 14-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას გაივლიან.

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ცნობით, გარდა სავალდებულო თვითოზლაციისა, საქართველოს მოქალაქე ვალდებული იქნება, ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

გარდა ამისა, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.

"ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პერიოდულად ანახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

იზოლაციის 14 დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერმინისტ გიორგი გახარიას ცნობით, 1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. პირველ ფრენას Wizz Air 4 ოქტომბერს შეასრულებს. თბილისსა და რიგას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 5 აგვისტოს აღდგა.


close დახურვა