logo
ENG



საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა დროებით შეიზღუდა

15 მარ 202011:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა შეიზღუდა. შეზღუდვა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, მოქალაქეების გადაადგილებას შეეხება და ის არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე. თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოსა და თურქეთის მხარემ ერთობლივად მიიღო.

საქართველოსა და თურქეთის მთავრობამ ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით შეზღუდვის შესახებ. შეზღუდვა არ ვრცელდება, რა თქმა უნდა, სატვირთო მიმოსვლაზე. სატვირთო მიმოსვლა იქნება თავისუფალი სარფის საბაჟო პუნქტის გავლით. რაც შეეხება დანარჩენ ორ სახმელეთო პუნქტს ის ჩვეულებრივად იმოქმედებს, როგორც მოქალაქეების ისე სატვირთო ტვირთების გადატანის კუთხით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


close დახურვა