საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა მთავარეპისკოპოს ზენონის განცხადებას ტყუილს უწოდებს.
მთავარეპისკოპოსმა 2020 წლის 13 ივლისს პატრიარქ ილია მეორეს მისწერა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ "საპატრიარქოს მხრიდან მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათი სახელისუფლებო ბერკეტით თურქეთში არსებული საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსადმი მითითება, მსოფლიო პატრიარქის მიერ აღვლენილ ღვთისმსახურებაზე დასწრებისაგან თავის შეკავების მოწოდებით, რაც აღქმულია მსოფლიო პატრიარქთან ფარული ომის გამოცხადების ტოლფასად".
"არ ვიცი ვის რაში დასჭირდა ტყუილის ტირაჟირება. მე მქონდა, მაქვს და მექნება ურთიერთობა მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის უწმინდესობასთან ბართოლომეოსთან, კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქთან". - დაწერა ჯანჯღავამ ფეისბუქზე.
მან მოგვიანებით ფორმულას უთხრა, რომ "ეს არ შეესაბამება სინამდვილეს".
"მე ხშირად ვარ სტამბოლში, მსოფლიო საპატრიარქოში და ვხვდები ბართოლომეოსს. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევხვდით მას, საკვირაო სკოლის გახსნა იყო და წირვაზე ვერ მოვიდა და მე თავად ვეახლე მას საპატრიარქოში. ვერ დაგიდასტურებთ იმას, რომ რაღაც განხეთქილებაა საპატრიარქოებს შორის". -გვითხრა ელჩმა.
- ვრცლად მეუფე ზენონის წერილზე ილია მეორისადმი წაიკითხეთ აქ.