საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პურის ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურებისა და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციაა წარმოდგენილი.
ღონისძიება ქართულ-ხალხური სიმღერის ფონზე მიმდინარეობს. ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ორგანიზატორები ფესტივალზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს. დამთვალიერებელი ძველი პურის ცხობის ტრადიციების შესახებ თეატრალიზებულ წარმოდგენებს იხილავს.