მოპარული არჩვენები საერთაშორისო დონეზეც ყურადღების ცენტრშია. საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაში მოექცა. ივანიშვილის პრემეირს ევროკავშირში ხელსაც კი არავინ ართმევს. უხერხულობით სავსე იყო კობახიძის ვიზიტი ბუდაპეშტში გამართულ სამიტზე.
ის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები შეწყვეტილია, ევროპის ლიდერების შეკრებაზე კადრებშიც კი ჩანდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, კობახიძეს - არა. პარალელურად გარეთ ემიგრანტების აქცია იმართებოდა მიტაცებული არჩევნების წინააღმდეგ.