logo
ENG



საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways-ი იწყებს

22 ივნ 202312:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/22/l79mjiiqzdrquvh.jpg

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways-ი იწყებს.

GCAA-ს ცნობით, კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი ლარნაკა-თბილისი-ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარულად იფრენს.

"ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას. Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიენიჭა", - წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.


close დახურვა