ავსტრიული გამოცემის, sturmnetz.at-ის ინფორმაციით, გრაცის შტურმის ქართველ ფეხბურთელს, ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კიტეიშვილთან ერთად, კოვიდ-19-ით დაინფიცირდა მისი თანაგუნდელი, ფილიპ ჰუსპეკი. ქართველი ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.
კიტეიშვილი ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული. ეროვნული გუნდის მწვრთნელს ვლადიმერ ვაისს, სავარაუდოდ, მისი ჩანაცვლება მოუწევს.