logo
ENG



საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს

09 ოქტ 201916:52
3 წუთის საკითხავი
 
2y86a22o5kpylfb.jpg

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბა. დღეს ნაკრებს ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დაემატებიან.

საქართველო ირლანდიას 12 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება, გიბრალტართან შეხვედრას კი ეროვნული ნაკრები 15 ოქტომბერს სტუმრად გამართავს.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 5 თამაშიდან 4 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. 


close დახურვა