logo
ENG



საქართველოს პარკების შესანარჩუნებლად აშშ $1.6 - მილიონს დახარჯავს

17 ოქტ 201919:02
3 წუთის საკითხავი
 
oi3dzgwbts6d4cp.jpg

ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარკების შესანარჩუნებლად $1.6-მილიონს დახარჯავს.

„საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა. ყოფილხართ საქართველოს ეროვნულ პარკებში? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები,“ - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა