საქართველოს პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვები დააწესეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, "იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა".
როგორც ისინი ამბობენ, "აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა".