logo
ENG



საქართველოს საგარეო: უკრაინის ნაბიჯზე ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ, იმედია, გადახედავენ

04 ივლ 202317:13
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს საგარეო: უკრაინის ნაბიჯზე ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ, იმედია, გადახედავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მიერ კონსულტაციებისთვის საქართველოს ელჩის უკან გამოგზავნასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

საგარეო იმედს იტოვებს, რომ კიევი თავის გადაწვეტილებას გადახედავს, ამ ნაბიჯს კი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

"ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები.

ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს. 


close დახურვა